"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მივიდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა მელიამ 10 სექტემბერს, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.საგამოიებო უწყების განცხადებით, ნიკანორ მელია დაბარებულია პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.გენერალურ პროკურატურასთან იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის: დავით კირკიტაძე, ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი.