ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მელია განცხადებას მას შემდეგ აკეთებს, რაც სპორტის სასახლეში გადაღებულ ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონს. ამასთან, ნიკა მელიამ კორცხელის ინციდენტი გაიხსენა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძმას, ვლადიმერ გეგეშიძეს კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემაში ადანაშაულებენ.