სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან, რადგან, მისივე განმარტებით, "პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო".
მისივე განცხადებით, ის აუცილებლად დაესწრება როგორც პარლამენტის სხდომებს, ასევე, ყველა იმ შეხვედრას, რომელსაც ამ დრომდე ესწრებოდა. მელია აცხადებს, რომ სახლიდან გამოსვლის წინ ამის შესახებ პროკურატურას აცნობებს ხოლმე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესაც მიმართა. მელიას განცხადებით, ის ვეღარ კარნახობს როგორ წარიმართება საქართველოში პოლიტიკური პროცესი.