ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ ის დღეს დილით მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - ირაკლი ღარიბაშვილი - Palitra News

ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ ის დღეს დილით მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - ირაკლი ღარიბაშვილი

2021-02-23 11:48:50+04:00

ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს.