თალაკვაძე ერთი უტიფარი პოლიტიკოსია უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას. როგორც ნიკა მელიამ პალიტრანიუსთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება. მისივე თქმით, "არჩილ თალაკვაძე და მისი მეგობრები მსგავს განცხადებებს აკეთებენ იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა".
იხილეთ:
"ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად" - არჩილ თალაკვაძე