"ამიერიდან „ქართული ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ შეეძლება, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. მან ისაუბრა 10 ივლისს საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობას ასახავს. მისი განცხადებით მაშინ როდესაც დარბევა დაიწყო, ის მშვიდობიანად ცდილობდა პარლამენტში შეღწევას და ამას 40 წუთიანი უწყვეტი ვიდეომალსა ადასტურებს. მისი ნაწილი ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.