ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს შეერთებული შტატების საელჩომ პროგრამიდან ამორიცხა. ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში ვეღარ გაემგზავრება და ვერც ტრეინინგს დაესწრება. საელჩოს პროგრამით მოსამართლე სრულად ფინანსდებოდა იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, თუმცა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე შტატებმა პროგრამიდან გარიცხა.