თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ ეს საქმე შეკერილია.მოსამართლის განცხადებით, თუ გვარამია დადგენილ ვადაში არ გადაიხდის შეფარდებულ გირაოს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე შესაძლოა, შეიცვალოს.
იხილეთ:
"ვითომ მომცა შეღავათი, არ მინდა ბატონო ეს შეღავათი, მაინც არ გადავიხდი" - გვარამიას კომენტარი მას შემდეგ, რაც 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა