სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გააცნეს. მან გენერალური პროკურატურის შენობავ უკვე დატოვა. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალში ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით, საერთოდ საუბარი არ არის. გვარამიას განცხადებითვე, პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელმაც საზოგადოებას გვარამიას ბრალდების საქმე გააცნო, ციხეში მოხვდება, რადგან , გვარამის თქმით, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მისი ღირსებისა და პატივის შელახვისათვის. პროკურორმა გულუაშვილმა ბინებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა.