პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს. როგორც ნაყოფიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, მასთან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.