ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. მანამდე მოსამართლემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ ნიკა გვარამიამ მოსამართლეს, სასამართლოს გარეთ გაკეთებულ განცხადებაში არაადეკვატური უწოდა და ეჭვი შეიტანა, რომ ის არ იყო ფხიზელი. კითხვაზე, რამდენად სწორია, როცა მოსამართლე ბრალდებულს სასამართლოს გარეთ გაკეთებულ განცხადებაზე სასამართლო პროცესზე სთხოვს პასუხს, საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ უპასუხა, რომ „მოსამართლის ქმედებასა და მის ნათქვამზე შეფასებას ვერ გააკეთებდა.