ნიკა გვარამია სააპელაციო საჩივარს დღეს წარადგენს - ამის შესახებ გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმედეს.
საძაგლიშვილის თქმით, აღკვეთის ღინისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ბრალდების საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას გირაოს სახით 40 000 ლარი შეუფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთი ღინისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაოს შესახებ ნაწილიბრივ დააკამყოფილა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება.