„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.
როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა მას საგამოძიებო უწყებამ საქმესთან დაკავშირებული დასკვნა გააცნო.