05:49
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა და თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნა
18-07-2019

"რუსთავი 2"-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება. კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. დოკუმენტით ირკვევა, რომ კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ორჯერ აწერს, როგორც 60 % წილის მფლობელი და როგორც შპს პანორამას დირექტორი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 % ფლობს. ჯამში, ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.

AutoPlay
ნათია თურნავა არის ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა - გიორგი გახარია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თბილისის მერია საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ჭიათურის მაღაროს იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრი აირჩეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები