მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში მიმდინარე თვალთვალისას, რომელსაც უნდა დაედგინა კონკრეტული ავტომობილი ნამდვილად იყო თუ არა მისი ოჯახის სარგებლობაში, თვალთვალი ხორციელდებოდა არა ავტომობილზე არამედ მის მეუღლეზე. მან თვალთვალის ღონისძიების კრებსი წაიკითხა, სადაც მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი "ობიექტ ლაბაძედ" იყო მოხსენიებული და როგორც გვარამია აცხადებს, ნაჩვენები იყო, რომ თვალთვალი სწორედ "ობიექტ ლაბაძეზე" ხორციელდებოდა 28 დღის განმავლობაში და არა ავტომობილზე. მისი თქმით, დოკუმენტაციაში არის უზუსტობებიც, რომელიც აჩვენებს, რომ მასზე და მის ოჯახზე თვალთვალი, ამ საქმის მიღმაც ხორციელდებოდა.