ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - Palitra News

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

2019-07-08 23:08:28+04:00

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, არხის წინ აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მისი შეფასებით, ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება.