ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP CUP-ის ტურნირზე ურუგვაელ პაბლო კუევასს (45) შეხვდა და 3 სეტში ანგარიშით 6:4, 1:6, 6:4 დაამარცხა. ეს საქართველოს მეორე მოგებაა ურუგვაისთან დაპირისპირებაში.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა ურუგვაელი მეტოქე 2 სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა. შესაბამისად, საქართველო ურუგვაისთან დაპირისპირებაში 2:0-ს იგებს.
საქართველოს ნაკრები წყვილთა თანრიგში, კერძოდ კი, ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტი ურუგვაელ წყვილს, არიელ ბეჰალსა და პაბლო კუევასს შეხვდება.