ყაზახეთის ქალაქ ალმატიში, კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკა ბაჩიაშვილი (50) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბაჩიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუმინელი ალექსანდრე მატეუ იპონით დაამარცხა. დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ბახბახაშვილი (60), დათო დვალიშვილი (66) და დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48) გამოვლენ.