ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა, - ამის შესახებ ქართულ-ებრაული კომპანიის ბორდის ყოფილმა წევრმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილმა ნიკა ალასანიამ ”კვირის პალიტრას” განუცხადა. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ოთარ ფარცხალაძე ქართულ-ებრაული კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მესაკუთრეც რომ გამხდარიყო. როგორც ნიკა ალასანიამ აღნიშნა, ამ კომპანიის ბორდის წევრი 2011 წლამდე იყო და დასძინა, რომ დედაქალაქის მერიისგან კომპენსაციას კომპანია ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში ითხოვდა.