თავდასხმა კახეთში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 78 წლის გუში ქამალოღლუს საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა და ფულის გამოძალვის მიზნით, მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა. მძარცველებმა 500 ლარამდე თანხა და სანადირო თოფი წაიღეს. პოლიციამ დამნაშავეთა დაკავება ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში მოახერხა - აყვანილია სამივე ბოროტმოქმედი. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალდებულები დაზარალებილის თანასოფლელები არიან.