ნიღაბი - როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ ფარული იარაღი, რომლის საშუალებით ადამიანი ცდილობს იყოს ის რაც არ არის, მაგრამ სურვილი აქვს ან გარემოება ასე მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში იძულებული ხდები მოირგო შესაფერისი მე, ან ამ სახით შეავსო არსებული ნაკლოვანება. თუმცა ფსიქოლოგიას რომ თავი დავანებოთ სხვადასხვანაირი ნიღბების არსებობა უძველესი დროიდან განსხვავებულ კულტურებში, რომელთა შორის გარკვეულ ხალხში სარიტუალო დღესასწაულებზე მათი ტარება კვლავ აუცილებლობას წარმოადგენს - ყურადღებას იქცევს, რის გამოც ჩვენი გადაცემის დროც დავუთმეთ მისი ისტორიის შესაცნობად.
რამდენადაც დავადგინეთ, იშვიათია ერი, რომ მის თუნდაც უძველე წარმართულ ჩვეულებებში არ ყოფილიყო ნიღბის არსებობა და კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ საგულდაგულოდ მზადდება სპეციალური ნიღბები სხვადასხვა სახის დღესასწაულებისათვის. ის რომ თეატრში ნიღაბი ხელოვნების ამ დარგის დაარსების დღიდან არსებობს, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ამოუცნობ მნიშვნელობას. თუნდაც იმ ახსნით, რომ ერთი მსახიობის მიერ განსახიერებული სხვადასხვა პერსონაჟი ადვილი ჩასანაცვლებელი იყო ნიღბებით. ამ მხრივ იაპონური თეატრი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იაპონური ნიღბები ძალიან ძველი და უაღრესად დახვეწილი და სტილიზებული თეატრალური ტრადიციის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები პრეისტორიულ მითებსა და კულტებშია, ისინი ჩამოყალიბდა ხელოვნების დახვეწილ ფორმებად. უძველესი ნიღბები გიგაკუს სახელით არის ცნობილი რომლის ფორმა აღარ არსებობს მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ის ცეკვით პრეზენტაციის სახეობა იყო. აქედან განვითარდა ბუგაკუ - რთული საცეკვაო დრამა, რომელიც იყენებდა მოძრავი ყბების ნიღბებს.