ნიგერიის სანაპიროებთან მეკობრეებმა 10 თურქი მეზღვაური გაიტაცეს. ისინი გემით კამერუნიდან კოტ-დივუარისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ გზა მეკობრეებმა გადაუჭრეს და შეიარაღებულები გემზე ავიდნენ. „ბიბისის“ ცნობით, რვა მეზღვაურმა გაქცევა შეძლო. ოფიციალური ანკარა მუშაობას იმაზე, რომ დაკავებულების უსაფრთხოდ გათავისუფლება მოხდეს. ინციდენტი გვინეის ყურეში მოხდა, რომელსაც საერთშორისო საზღვაო ბიურო ყველაზე საშიშ მონაკვეთს უწოდებს. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეკობრეების მიერ გატაცების ფაქტები ხშირია.