ნიგერიის ხელისუფლებამ შეირაღებული პირების მიერ გატაცებული 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლა.
BBC-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის ჩვილებიც არიან. ზამფარას შტატში თავდასხმა 8 ივნისს მოხდა, რა დროსაც დაჯგუფების წევრებმა 4 ადამიანი მოკლეს, 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი კი გატაცეს. ნიგერიის ხელისუფლების თქმით, მძევლების გასათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ.
BBC წერს, რომ ნიგერიაში ადამიანთა გატაცების ფაქტები გახშირდა. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე ქვეყანაში 1 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.