ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი თავისუფალია. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 9 ქართველ მეზღვაურს ნიგერიიდან საქართველოში რამდენიმე დღეში, სპეციალური რეისით დააბრუნებენ. ცნობისთვის, 30 აპრილს მეკობრეებმა თავდასხმის შედეგად 9 მეზღვაური გაიტაცეს, ისინი გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს.