2019 წლის 21 აგვისტოს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნიგერიაში პოლიომიელიტით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნიგერიაში იმედოვნებენ, რომ იუნისეფი ქვეყანას პოლიემილიტისგან თავისუფალი ზონის სტატუსს მიანიჭებს და სპეციალურ სერთიფიკატს გადასცემს.
ნიგერიას აღნიშნული სტატუსი 2015 წელს მიიღო, თუმცა ქვეყანაში 2016 წელს ახალმა ეპიდემიამ იფეთქა. ამჟამად პოლიომელიტით დაავადებულთა მაჩვენებელი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალია. დაავადების აფეთქება აღინიშნება მხოლოდ ავღანეთში და პაკისტანში.