ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასული ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა და სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ამსტერდამში, როტერდამში, ამერსფორტსა და გელინში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილმა დაარბია მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდა მოტოციკლეტებსა და სხვადასხვა საგნებს და პოლიციას პიროტექნიკა დაუშინა.
სამართალდამცავებმა, ქვეყნის მასშტაბით, 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.