ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესო აქციებზე, სამართალდამცავებმა 250-მდე ადამიანი დააკავეს.
აქციები სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციების მონაწილეებმა საზოგადოებრივი ქონება დააზიანეს, ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას კი პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს. ყველაზე მეტი, 200-მდე დემონსტრანტი, ამსტერდამში დააკავეს. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ქალაქში წყლის ჭავლი გამოიყენa.