27 აპრილიდან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებზე მოკლევადიან ვიზებს აღარ გასცემს. ამის შესახებ რუსეთში ნიდერლანდების საელჩომ განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ გამონაკლისი იქნება მოთხოვნა ჰუმანიტარული მიზეზების, დროებითი ბინადრობის ნებართვის ან ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ნიდერლანდების საელჩოს 14 თანამშრომელი და სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანა 14 დღის ვადაში უნდა დატოვონ. ეს იყო პასუხი ჰააგის სასამართლოს 29 მარტის გადაწყვეტილებაზე, 17 რუსი დიპლომატის ნიდერლანდებიდან გაძევების შესახებ.