ხმაური იყო ხელვაჩაურში "ტრანს კავკას კრისტალის" ტერიტორიაზე. გვიან ღამით იქ შპს ბიზონის ხელმძღვანელი, ნიაზ ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად მივიდა და ტერიტორიის დაკავება სცადა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. ნიაზ ხალვაში ქიბარ ხალვაშის ძმაა და როგორც აცხადებს, ეს კომპანია წლების წინ სწორედ მას ეკუთვნოდა.
"ტრანს კავკას კრისტალის" ხელმძღვანელობის განცხადებით კი, კომპანია სამი წლის წინ კანონიერად შეიძინეს და მის დათმობას არ აპირებენ. მათი განმარტებით, ქონება აუქციონზე უკანონოდ გაიყიდა და ის შპს ბიზონმა შეიძინა.