ნიაგარას ჩანჩქერში მამაკაცი ჩავარდა, თუმცა, გადარჩა. ამის შესახებ ნიაგარას პარკის პოლიცია იტობინება. ინციდენტი ნიგარას კანადის მხარეს მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი კლდეზე ავიდა და 57 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ინციდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც წყლის ნაკადის სიჩქარე საათში 40 კილომეტრია. თუმცა, საბედნიეროდ მამაკაცი აგდარჩა. პოლიციამ იგი ერთ-ერთ ქვაზე იპოვა. მის სიცოცხეს საფრთხე არ ემუქრება. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.