ნგრევა გუდაურში - სამშენებლო კომპანია „რედკოს“ საცხოვრებელი კომპლექსთან მშენებარე ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა. დაინგრა ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. თუ რამ გამოწვია ნგრევა, ეს ჯერ უცნობია.სამშენებლო კომპანია "რედკოში" აცხადებენ რომ მიმდინარეობს მიზეზების გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ჩამონგრევა. ცნობისთვის, 2015 წელს ჩამოინგრა ასევე ბათუმში ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ერთ-ერთი სართულიც, რომელსაც იგივე კომპანია ფლობს და იქ ამჟამად სასტუმროს აშენებს.