გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობა 16 დეკემბერს იმ წუთიდან დასრულდება, როცა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი საინაუგურაციო ფიცს დადებს. რით დაგვამახსოვრა თავი ფილოსოფოსის პრეზიდენტობამ და რა შეფასებებს აკეთებენ მასზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე - ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ნიუსრუმში. გადაცემის სტუმრები არიან ინტერპრესნიუსის რედაქტორი ლელა ბაღდავაძე და პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია