რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოიხსნა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით. თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს."ნიუსრიმის" სტუმარია ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორია გუშინ იუსტიციის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის, სადაც მინისტრს სთხოვდნენ არ დაუშვას მიწის უცხოელებზე გასხვისება. "ნიუსრუმში" სკაიპ-ჩართვით კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელიაა.