მედია კორპორაცია News News Corp. ავსტრალიაში ასზე მეტი გაზეთის ბეჭდვას შეაჩერებს, 36 მათგანი სამუდამოდ დაიხურება, ხოლო დანარჩენი 29 ივნისიდან ციფრული ფორმატის გახდება.
ამის შესახებ თანამშრომლებს კომპანიის ავსტრალიის სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა. მან ასევე დაადასტურა, რომ ეს თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს.
The Sydney Morning Herald-ისა და The Age-ს შეფასებით, კომპანიის რესტრუქტურიზაციის გამო სამსახური შესაძლოა, 500-დან ათასამდე ადამიანმა დაკარგოს.