New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენს ხმას გამოკითხულთა 50%, დონალდ ტრამპს კი - 41% უჭერს. ამავე გამოკითხვის თანახმად, ეკონომიკის საკითხში დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს, გამოკითხულთა 48 % თვლის, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მოქმედი პრეზიდენტი უკეთესი ლიდერია, 47 % კი მიიჩნევს, რომ ბაიდენი ქვეყნის ეკონომიკას უკეთ გაუძღვება.
კითხვაზე, ვინ უკეთესად გააერთიანებს ქვეყანას, ბაიდენი ტრამპს 19 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, 12 %-ით მეტი ამომრჩეველი თვლის, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მართვას უკეთესად შეძლებს. გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა პოტენციურმა ამომრჩეველმა მიიღო.
გამოკითხვის ცდომილების ზღვარი 3.4 %-ია