თვალის სისხლძარღვების კვლევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების ნაადრევი დიაგნოსტიკის საიმედო მეთოდი აღმოჩნდეს. სპეციალისტები გვთავაზობენ თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვების ცვლილებებისა და ბადურას განლევის გამოვლენას.თვალის კვლევის მეთოდს ეწოდება „ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის ფუნქციით“. მისი საშუალებით მეცნიერებმა შეადარეს ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებულთა, ზომიერი კოგნიტიური დარღვევების მქონე პირთა და ჯანმრთელი ადამიანების თვალის ბადურა.აღმოჩნდა, რომ ადამიანების პირველ ჯგუფს ჰქონდა ბადურის წვრილი სისხლძარღვების ნაწილის დახშობის ნიშნები. ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებულებს განლეული ჰქონდათ ბადურის განსაკუთრებული შრე. ზომიერი კოგნიტიური ცვლილებების მქონე პირებში მსგავსი პროცესები არ აღინიშნებოდა.ტესტის სიზუსტე ალცჰაიმერის დაავადებისა და ზომიერი კოგნიტიური დარღვევებით გამოწვეული გულმავიწყობის გარჩევის საშუალებას იძლევა. თვალის სკანირება ადრეული დიაგნოსტიკის მარტივი, შედარებით იაფი და არაინვაზიური მეთოდია მეხსიერების, ქცევის ხარისხის ტესტების, ტვინის სკანირებისა და თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზთან შედარებით.