Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Sex Education-ის ნანატრი მესამე სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, მორდეილის სკოლა ახალ სასწავლო წელს უამრავ სიახლეს გვიმზადებს. მეივი, ოტისი და ჩვენი საყვარელი გმირები ახალ პერსონაჟებთან ერთად მესამე სეზონით ეკრანებზე 17 სექტემბერს ბრუნდებიან.Sex Education-ის პრემიერა ნეტფლიქსზე 2019 წელს შედგა და მაყურებელთა აღფრთოვანება და სიყვარული მალევე მოიპოვა. გარდა საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟებისა ახალგაზრდებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის ინფორმირებასა წარმოადგენს.