20:10
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
NETFLIX-მა როი ჰალსტონზე გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
09-05-2021

Netflix-მა 70-იანი წლების ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დიზაინერის, როი ჰალსტონის შესახებ გადაღებული მხატვრული სერიალის პრემიერა დააანონსა. ცნობილი გახდა ისიც, რომ დიზაინერის როლში ევან მაკგრეგორს ვიხილავთ. ახლა კი, ინტერნეტში უკვე კინოსურათის პირველი ოფიციალური ტრეილერიც გავრცელდა. ტრეილერმა სერიული ბიოგრაფიული დრამის სახასიათო სიუჟეტისა და რეჟისურის შესახებ, მეტი მინიშნებები მოგვცა.
ისტორია როი ჰალსტონის პერსონის, მისი კარიერისა და შემოქმედებითი სტატუსის დამკვიდრების პროცესის პარალელურად ვითარდება. ტრეილერში მთავარ საუნდტრეკად ჯგუფ Depeche Mode-ის ცნობილი კომპოზიცია Enjoy the Silence ისმის, რომლის ფონზე გასული საუკუნის 70-იანი წლების ნიუ იორკი ცოცხლდება. კადრში ფრაგმენტულად ვხედავთ ამ პერიოდის საკულტო დისკო კლუბის Studios 54-ის კადრებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ფილმი სიუჟეტურად ამ სივრცესთან და მის ხშირ სტუმრებთან გადაიკვეთება.
HALSTON-ის პრემიერა 2021 წლის 14 მაისს შედგება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები