Netflix -მა ყველა პროექტის გადაღება შეაჩერა კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაზეც: თითქმის ყველა პროექტის წარმოება შეჩერდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეჩერებულ პროექტებს შორის მოხვდა stranger things-ის მე-4 სეზონიც, რომელსაც ერთი წელია მილიონობით მაყურებელი ელოდება.