2011 წლის შემდეგ, "სთრიმინგ" სერვისის Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობა პირველად შემცირდა. საუბარია, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მომხმარებლებზე. სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული კომპანიას უბიძგებს, რომ შეცვალოს მონეტიზაცია, ამასთან, შეამციროს რეკლამისა და ხელმოწერის ფასები.მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Netflix-მა შტატებში 126 ათასი ხელმომწერი დაკარგა და მათი რიცხვი 60 მილიონ 100 ათასამდე შემცირდა, ხოლო ახალი ხელმომწერების რაოდენობამ გლობალურ ბაზარზე, ნავარაუდევზე 2-ჯერ ნაკლები - 2 მილიონ 500 ათასი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე კომპანიის აქციების ფასი 11%-ით შემცირდა. თავად კომპანიაში კი ამას დიდ ბრიტანეთსა და შტატებში ხელმოწერების ფასების ზრდას უკავშირებენ.