სტრიმინგ სერვისი Netflix-ი 2020 წელს 4 მილიონ ხელმომწერს დაკარგავს და ამის მიზეზი მისი სააბონენტო ფასია, რომელიც კონკურენეტებთან შედარებით ძვირია. ამის შესახებ Screen Rant-ში კომპანია Needham-ის ანალიტიკოსი წერს. აღსანიშნავია, რომ Netflix-ის მაღალი ფასი რეკლამაზე სრულად უარის თქმით არის განპირობებული.
ცნობისთვის, Netflix-ის სააბონენტო გადასახადი 1 თვის განმავლობაში 9-16 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა მისი კონკურენტების ფასები უფრო ნაკლებია. ანალიტიკოსის თქმით, მომხმარებლებმა შესაძლოა, Netflix-ი სწორედ ამ სერვისებით ჩაანაცვლონ თუ ეს უკანასკნელი საფასო პოლიტიკას არ შეიცვლის.
აღსანიშნავია, რომ კონკურენტების გამოჩენის ფონზე Netflix-მა უკვე დაკარგა ხელმომწერები. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში სერვისმა შტატებში 126 ათასი ხელმომწერი დაკარგა.