სერიალების მოყვარულების პარიზული ვოიაჟი გრძელდება. ნეტფლიქსმა თავისი პოპულარული რომანტიკული კომედიის, Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა.
სეზონების გადაღებები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება და წლის მომდევნო სეზონზეც გაგრძელდება.
Emily in Paris-ის მეორე სეზონი სულ ცოტა ხნის წინ, 22 დეკემბერს გამოვიდა და სტრიმინგ პლატფორმაზე მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ სერიალს შორის მოხვდა; მხოლოდ 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე, 94 ქვეყანაში მას 107,6 საათის განმავლობაში უყურეს. ამასთან, სერიალის პირველი სეზონიც დაუბრუნდა მსოფლიო ათეულს.
ახალბედა პარიზელი ემილი კუპერი ნეტფლიქსის მაყურებელმა 2020 წლის შემოდგომაზე გაიცნო. პერსონაჟმა ორიგინალური ჩაცმულობის გამო მოდის მოყვარულებისგან მალევე დაიმსახურა ახალი ქერი ბრედშოუს წოდება (მით უმეტეს, რომ სერიალი დარენ სტარმა გადაიღო, რომელიცSex and the City-ის შემქმნელიცაა).