ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არჩევნებზე მთავარ კონკურენტს ბენი განცს კონსულტაციების გასამართად ნებისმიერ დროს შეხვედრა შესთავაზა.
"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფართო ერთიანობის მთავრობა", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, განმეორებითი არჩევნების შედეგად ნეთანიაჰუს მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკის "ლიკუდის" პოზიციები გაუარესდა. ხმების 97 პროცენტის დათვლის შემდეგ მას 120 კაციან კნესეტში 31 მანდატი აქვს. სამპარტიულ მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს "კაჰოლ ლავანს", რომელსაც ბენი განცი მეთაურობს - 33. ტრადიციულ მოკავშირეებთან - ულტრაორთოდოქს მემარჯვენეებთან ერთად ნეთანიაჰუს 55 მანდატის მოგროვება შეუძლია. ბენი განცს სხვა მემარცხენეებთან ერთად 57-ის. ამ მომენტისთვის არცერთ არ აქვს გარანტირებული 61 წევრიანი უმრავლესობა.
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები სამშაბათს ჩატარდა.