თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენას აპროტესტებს. მისი განმარტებით, ადვოკატები ბრალდებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობს. მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული განთავისუფლდება თავადვე მოკლავს მას. შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.