საქართველოდან 2020 წელს 5 ათას 700 დოლარის ღირებულების 5.5 ტონა ნესვის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემს, თითქმის ორჯერ აღემატება. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან 3 ათას 400 დოლარის ღირებულების 2 ტონა ნესვი გავიდა ექსპორტზე. გასაღების ბაზრები, როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს უცვლელია და ახლო სამეზობლოს არ სცდება.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტი 4 ათას 900 დოლარის ღირებულების 5 ტონამდე ნესვი სომხეთში გავიდა ექსპორტზე; ხოლო 800 დოლარის ღირებულების 600 კილოგრამი აზერბაიჯანში.