Nestle-მ შოკოლადის ახალი სახეობა წარმოადგინა, რომელიც შაქრის გარეშეა. ეს არის ახალი KitKat-ი, რომელიც სიტკბოს კაკაოსგან იღებს, შაქრის ყოველგვარი დამატკბობლების გარეშე. 70%-ით მუქი შოკოლადი მთლიანად კაკაოსგანაა შექმნილი, მათ შორის, გამოყენებულია კაკაოს ნაყოფის გარსიც, რომელიც, როგორც წესი, აქამდე არ გამოიყენებოდა.
ახალი ტექნიკის გამოყენებით, Nestle-მ გარსი ფხვნილად აქცია და შოკოლადის დასატკბობად გამოიყენა. ახალი შოკოლადის რეალიზაცია იაპონიაში წლის ბოლოს, გლობალურად კი - 2020 წელს დაიწყება.
სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად ასეთი ტექნოლოგიისა, აღნიშნული შოკოლადი მაინც შეიცავს შაქარს, რომელსაც კაკაოს ნაყოფის ფრუქტოზისგან იღებს, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო ჯანსაღია, ვიდრე სხვა ტიპის შოკოლადები, რომელშიც ჩვეულებრივი შაქარი ან დამატკბობლები გამოიყენება.