rbc-ს ცნობით, Nestle IDS Borjomi-ს აღარ იყიდის. ორ ბიზნეს-სუბიექტს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ფასის გამო შეთანხმება ვერ შედგა.შეგახსენებთ, რომ IDS Borjomi-ს შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად 2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ რუსული „კომერსანტი“ წერდა, „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანიის IDS Borjomi-ს მფლობელი „ალფა გრუპი“, გასხვისებაზე მოლაპარაკებებს არა მარტო შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან, არამედ Coca-Cola-სთანაც აწარმოებდა.ცნობისთვის, IDS Borjomi International ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში. მის საკუთრებაშია ბრენდები – Borjomi, Святой источник და Моршинская. „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს შეიძინა. Forbes-ის მონაცემებით ამჟამად, კომპანიის 55,8%-ს „ალფა-გრუპი“, 37,2%-ს კი - ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები ფლობენ. ხოლო დანარჩენი წილი საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში წვრილ აქციონერებს ეკუთვნის.