კორპორაცია Nestle კოსმეტიკური ბიზნესის გაყიდვის თაობაზე შვედურ საინვესტიციო ჯგუფ EQT-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times -ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, შეთანხმების მოცულობამ შესაძლოა, 10 მილიარდი დოლარი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ Nestle-ს აღნიშნული ბიზნესის მიყიდვის წინადადებით აქამდე სხვა კომპანიებმაც მიმართეს. მათ შორის იყვნენ KKR ჯგუფი, Advent International-ი და Cinven-ი.
Nestle კოსმეტიკის მიმართულებას აქტიურად მას შემდეგ ავითარებდა, რაც L'Oréal -ისგან ფარმაცევტული კომპანია Galderma შეიძინა. თუმცა, ახლა კომპანიამ გადაწყვიტა ამ ბიზნესზე უარი თქვას და კონცენტრირება მეტად სწრაფად მზარდ მიმართულებებზე მოახდინოს.