კვების პროდუქტების მწარმოებელი, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია Nestle, გეგმავს გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ექსპერიმენტებს აკეთებს რძეზე კაკლისა და მოცხარის გამოყენებით, ასევე ლატეზე სპირულინას დამატებით. Nestle-ს მთავარი ტექნოლოგის თქმით, იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებენ, დღითიდღე იზრდება.
Bloomberg-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სურსათის მწარმოებელი კომპანიები ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ. ექსპერტების ვარაუდით, Nestle-ს „ვეგანურმა ბიზნესმა“ 2030 წლისთვის შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს.