"ნერვიულობდა, სამჯერ იყო შესული, სადაც იარაღი ინახება" - ახლობლების ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა - Palitra News

"ნერვიულობდა, სამჯერ იყო შესული, სადაც იარაღი ინახება" - ახლობლების ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა

2019-05-12 18:22:22+04:00

თავდაცვის სამინოსტროს სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილი ვალოდი მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა მსახურობდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ ჯერათ. გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. ჯარისკაცს ოჯახში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ.